ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 15 ივლისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 185 836 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 4 176 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 13 464 ადამიანი და დაიღუპა 220, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 103 723 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 244 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 14 781 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 543 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 17 942 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 492 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 34 363 და დაიღუპა 670 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 563 და დაიღუპა 7.
წყარო: