15 ივლისი - კორონავირუსი და მსოფლიო

15 ივლისი - კორონავირუსი და მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 15 ივლისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 185 836 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 4 176 ადამიანი.

ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 13 464 ადამიანი და დაიღუპა 220, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 103 723 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 244 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 14 781 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 543 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 17 942 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 492 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 34 363 და დაიღუპა 670 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 563 და დაიღუპა 7.

 

წყარო:

https://www.who.int/docs/default-source/coronaviruse/situation-reports/20200715-covid-19-sitrep-177.pdf?sfvrsn=b1a193f3_2