ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 14 ივლისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 196 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 3 634 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 15 085 ადამიანი და დაიღუპა 177, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 110 549 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 1 853 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 15 646 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 523 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 20 691 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 373 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 33 095 და დაიღუპა 642 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 709 და დაიღუპა 66.
წყარო: