ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 10 ივლისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 228 102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 5 565 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 17 307 ადამიანი და დაიღუპა 174, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 138 824 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 3 764 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 16 709 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 563 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 20 193 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 488 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 32 926 და დაიღუპა 574 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 2 143 და დაიღუპა 2.
წყარო: