ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 9 ივლისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 204 967 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 5 575 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 12 802 ადამიანი და დაიღუპა 144, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 121 117 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 3 778 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 17 372 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 463 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 20 098 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 598 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 30 512 და დაიღუპა 584 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 3 066 და დაიღუპა 8.
წყარო