8 ივლისი - კორონავირუსის სტატისტიკა მსოფლიოში

8 ივლისი - კორონავირუსის სტატისტიკა მსოფლიოში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 8 ივლისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 168 957 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 4 147 ადამიანი.

ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 15 379 ადამიანი და დაიღუპა 276, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 89 134 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 092 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 17 078 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 562 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 17 941 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 604 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 27 266 და დაიღუპა 605 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 2 159 და დაიღუპა 8.

 

წყარო:

https://www.who.int/docs/default-source/coronaviruse/situation-reports/20200708-covid-19-sitrep-170.pdf?sfvrsn=bca86036_2