რა არის რაქიტი?

რა არის რაქიტი?

რაქიტი ბავშვებში ძვლების დარბილება და დასუსტებაა.

ჩვეულებრივ, პათოლოგიის გამომწვევია D ვიტამინის ხანგრძლივი და უკიდურესი დეფიციტი. იშვიათად, მაგრამ რაქიტი შეიძლება გამოიწვიოს მემკვიდრულმა პრობლემებმა.

ექიმის რეკომენდაციით, კვების რაციონში D ვიტამინის ან კალციუმის ჩართვა რაქიტთან დაკავშირებულ ძვლის პრობლემებს აგვარებს.

თუ რაქიტი გამოწვეულია ფარულად მიმდინარე სხვა სამედიცინო პრობლემით, ბავშვს დამატებითი მედიკამენტი ან მკურნალობა ესაჭიროება.

რაქიტით გამოწვეული საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ზოგიერთი დეფორმაცია ქირურგიულ ჩარევას ექვემდებარება.

სიმპტომები

რაქიტის სიმპტომებია:

  • დაგვიანებული ზრდა;
  • მოტორული უნარების შენელება;
  • ტკივილი ხერხემალში, მენჯისა და ფეხების არეში;
  • კუნთების სისუსტე.

რაქიტის გამო შესაძლოა განვითარდეს:

  • ფეხების გამრუდება;
  • მაჯისა და კოჭის შესქელება;
  • მკერდის ძვლის გამობურცვა.

როდის მივმართოთ ექიმს?

აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ პატარა უჩივის ძვლის ტკივილს, კუნთების სისუსტეს ან თვალსაჩინოა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დეფორმაცია.

გამომწვევი მიზეზები

რაქიტის განვითარებას ხელს უწყობს D ვიტამინის დეფიციტი; ამ ვიტამინს ორგანიზმი ითვისებს მზის სხივებითა და D ვიტამინით მდიდარი პროდუქტებით.

ზოგიერთი ბავშვი იბადება ან პატარას მოგვიანებით უვითარდება ისეთი დაავადებები (ცელიაკია, ნაწლავის ანთებითი დაავადება, კისტური ფიბროზი, თირკმლის პრობლემები), რომელიც ორგანიზმში D ვიტამინის შეთვისებას უშლის ხელს.

ასევე წარმოგიდგენთ რამდენიმე მიზეზს, რის გამოც იზრდება რაქიტის განვითარების რისკი, მაგალითად:

  • ორსულობისას D ვიტამინის დეფიციტი;
  • ისეთ გეოგრაფიულ არეალში ცხოვრება, სადაც ნაკლებია მზის სხივები;
  • ნაადრევი მშობიარობა;
  • ზოგიერთი ტიპის მედიკამენტი და სხვა.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/rickets/symptoms-causes/syc-20351943