ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 7 ივლისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 172 512 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 3 419 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 12 635 ადამიანი და დაიღუპა 165, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 94 711 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 1 712 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 16 900 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 536 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 18 688 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 413 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 26 870 და დაიღუპა 583 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 2 708 და დაიღუპა 10.
წყარო: