ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 6 ივლისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 202 545 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 4 134 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 13 262 ადამიანი და დაიღუპა 228, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 122 886 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 486 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 17 563 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 492 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 16 939 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 357 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 28 928 და დაიღუპა 563 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 2 967 და დაიღუპა 8.
წყარო: