“ყველასათვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა“ - MLPCARE Group-ი HTI Center-ის ახალი პარტნიორია.
HTI Center-ის ახალი პარტნიორი MLPCARE Group-ი დიდი გამოცდილების, მოწინავე ტექნოლოგიებისა და პერსონალური მომსახურების მეშვეობით, გლობალურ დონეზე უზრუნველყოფს ჯანდაცვის სფეროში თავისუფალ და ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას.
სამედიცინო ტურიზმის კომპანია HTI Center-ი კიდევ ერთი წარმატებული პროექტით დაბრუნდა თურქეთის რესპუბლიკიდან, გაფორმდა უმნიშვნელოვანესი საპარტნიორო ხელშეკრულება თურქეთის უმსხვილეს ჯანდაცვის ქსელთან, MLPCARE Group-ი - ეს არის ორგანიზაცია, რომელიც 4 სამედიცინო დაწესებულებას აერთიანებს: Medical Park Group-ის, Liv Hospital Group-ისა და VM Medical Park Group-ის კლინიკებსა და Istinye-ს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალებს.
„HTI Center-ის ხელმძღვანელობა მაღალი სტანდარტების მიხედვით განსაკუთრებული სიფაქიზით ირჩევს პარტნიორ ორგანიზაციებს, ჩვენი მთავარი საზომი ჩვენი შვილებია. როდესაც ვეცნობით ამა თუ იმ კლინიკას, მომსახურე პერსონალს და მათ ტექნოლოგიებს, ამის შემდეგ ვუსვამთ კითხვას საკუთარ თავს, ვანდობდით მათ ჩვენი შვილების სიცოცხლეს? სრული გულწრფელობით ვპასუხობთ კითხვას და დადებითი პასუხის შემთხვევაში ვუწევთ რეკომენდაციას ჩვენს პაციენტებთან, ამ კრიტერიუმით შეირჩა პარტნიორად MLPCARE Group-ის კლინიკათა ქსელიც“ - ამბობს სამედიცინო ტურიზმის კომპანიის დამფუძნებელი დირექტორი ეკატერინე ნეფარიძე.
ხარისხის კიდევ უფრო კრიტიკული და პროფესიონალური შემფასებელი JCIA (საერთაშორისო გაერთიანებული კომისიის აკრედიტაცია) სწორედ MLPCARE Group-ის ამერიკულ სტანდარტს უწევს რეკომენდაციას მსოფლიო ჯანდაცვის დიდ ქსელში.
დიდი გამოცდილების, მოწინავე ტექნოლოგიებისა და პერსონალური მომსახურების მეშვეობით, Medical Park-ი გლობალურ დონეზე უზრუნველყოფს ჯანდაცვის სფეროში თავისუფალ და ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას: მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას - პაციენტისთვის ყველაზე უსაფრთხო და კომფორტულ პირობებში - საუკეთესო და უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიების გამოყენებით. MLPCARE Group-ის ონკოლოგიური, კარდიოვასკულარული, ჰემატოლოგიური და პედიატრიული სერვისები მსოფლიოში საუკეთესო და ყველაზე მოთხოვნადია.
უცხოელი პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდება Medical Park-ის პრიორიტეტია. კლინიკების ქსელი Medical Park-ი, როგორც ლიდერი ჯანდაცვის მომსახურების სფეროში და ერთ-ერთი ყველაზე ადაპტირებული ორგანიზაცია უცხოელი მომხმარებლისთვის, პაციენტებს სთავაზობს სამედიცინო სერვისების სრულ სპექტრს. აეროპორტიდან - აეროპორტამდე Medical Park-ის მაღალკვალიფიციური და გამოცდილი უცხოელი პაციენტების მომსახურების ცენტრის სპეციალისტები სრული პასუხიხმგებლობით და პაციენტისა და მისი თანმხლების ინტერესების დაცვით აკმაყოფილებენ მაღალ სტანდარტს მომსახურების კუთხით.
კოლექტივის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები თანაგრძნობითა და გაგებით ეკიდებიან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ვიზიტორებს, ყველა კულტურის წარმომადგენელს და ცდილობენ, რაც შეიძლება სასიამოვნო და კომფორტული გახადონ თითოეული პაციენტის ყოფნა კლინიკის კედლებში.
მომსახურების ხარისხზე მუდმივი ზრუნვა MLPCARE Group-ის შიდა პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია – ეს გულისხმობს, პაციენტებისა და პერსონალის კომფორტის უზრუნველყოფას, მათი უფლებების დაცვას, მაღალპროფესიონალი კადრებით საერთაშორისო დონის სამედიცინო მომსახურების მიწოდებას უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით და რაც მთავარია, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას ხელმისაწვდომ ფასად.
„ყველასათვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა“ - ეს გახლავთ MLPCARE Group-ის სლოგანი, რა პრინციპითაც თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო ქსელი 1991 წლიდან დღემდე უდიდესი პროგრესითა და წარმატებით მოვიდა.