ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 2 ივლისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 176 102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 4 787 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 11 638 ადამიანი და დაიღუპა 148, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 99 202 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 3 022 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 19 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 547 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 19 736 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 531 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 24 829 და დაიღუპა 534 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 558 და დაიღუპა 5.
წყარო: