სახსრების ტკივილი გავრცელებული დისკომფორტია.
ამ დროს პაციენტი უჩივის ტკივილს ან ანთებით გამოწვეულ დისკომფორტს, რომელიც სახსრის ნებისმიერი არედანაა (ხრტილი, ძვალი, იოგი, კუნთი, მყესი) წარმოქმნილი.
უმეტესად, სახსრის ტკივილი მიუთითებს ართრიტზე ან ართრალგიაზე.
ტკივილი სახსრებში შეიძლება იყოს მსუბუქი ან პაციენტი ტკივილის შეგრძნებას მხოლოდ გარკვეული აქტივობის შემდეგ უჩიოდეს, ან იმდენად მწვავე ხასიათის იყოს, რომ ტკივილის გამო შეიზღუდოს მოძრაობა.
გამომწვევი მიზეზები
სახსრების ტკივილის გამომწვევი მიზეზი მრავალფეროვანია. ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს:
- მოტეხილი ძვალი;
- სახსრის ანთება;
- ფიბრომიალგია;
- პოდაგრა;
- ნაღრძობი;
- ლაიმის დაავადება;
- ოსტეოართრიტი;
- ლუპუსი;
- ძვლის კიბო;
- ჰიპოთირეოზი;
- ლეიკემია;
- რევმატოიდული ართრიტი;
- რევმატიული ცხელება;
- ოსტეომიელიტი;
- სეპტიკური ართრიტი;
- რაქიტი;
- დაჭიმულობა და სხვა.
როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
ექიმთან დროული მიმართვა აუცილებელია!
აღსანიშნავია, რომ მსუბუქი ხასიათის სახსრის ტკივილის შემთხვევათა დიდი ნაწილი წარმატებით ექვემდებარება მკურნალობას (სახლის პირობებშიც კი).
სახლში მკურნალობა დაუშვებელია და აუცილებელია მიმართოთ ექიმს თუ სახსრის ტკივილს თან ახლავს:
- შესიება, შეშუპება;
- სიწითლე;
- სახსრის გარშემო გრძნობთ სირბილესა და სითბოს.
სასწრაფო გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს და დაუყოვნებლივ ექიმის ჩარევაა საჭირო მაშინ, როცა სახსრის ტკივილის გამომწვევია ტრავმა და თან ახლავს შემდეგი სიმპტომები:
- სახსრის დეფორმაცია;
- სახსრის გამოყენების უუნარობა;
- ძლიერი, მწვავე ტკივილი;
- უეცარი შესიება, შეშუპება.
წყარო:
https://www.mayoclinic.org/symptoms/joint-pain/basics/definition/sym-20050668