ძვლის კიბო - სიმპტომები და გამომწვევი მიზეზები

ძვლის კიბო - სიმპტომები და გამომწვევი მიზეზები

ძვლის კიბო შესაძლოა განვითარდეს ორგანიზმის ნებისმიერ ძვალში.

თუმცა დაავადება უმეტესად გავლენას ახდენს მენჯზე ან მკლავებისა თუ ფეხების გრძელ ძვლებზე.

ძვლის კიბო იშვიათია და ამასთან, ფაქტია, რომ ავთვისებიანზე მეტად ხშირია არაკანცეროგენური ძვლის სიმსივნე.

ტერმინი „ძვლის კიბო“ არ მოიცავს იმ სიმსივნეებს, რომელიც ორგანიზმის სხვა ორგანოში აღმოცენდა და ძვალში მეტასტაზირდა. ამასთან, ძვლის კიბოს ზოგიერთი ტიპი მხოლოდ ბავშვებში გვხვდება, ხოლო ზოგი მხოლოდ ზრდასრულებში.

ძვლის სიმსივნის ზომისა და მდებარეობის დასადგენად, ასევე იმის დიაგნოსტირებისთვის გავრცელდა თუ არა დაავადება ორგანიზმში, ინიშნება არაერთი კვლევა; მაგალითად, შეიძლება საჭირო გახდეს ძვლის სკანირება, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია ან რენტგენოლოგიური კვლევა. შეიძლება ექიმმა საჭიროდ ჩათვალოს ბიოფსია ლაბორატორიული კვლევისთვის.

მკურნალობისას ყველაზე ხშირად გამოიყენება ქირურგიული ჩარევა, მაგრამ ასევე შეიძლება დაინიშნოს ქიმიოთერაპია ან რადიაციული თერაპია (სხივური თერაპია).

სიმპტომები

ძვლის კიბოს სიმპტომები და ნიშნებია:

  • ძვლის ტკივილი;
  • დაზიანებულ არესთან ახლოს შესიება და მგრძნობელობა;
  • სუსტი ძვალი, რომელიც მოტეხილობისკენაა მიდრეკილი;
  • დაღლილობა;
  • უმიზეზო, უნებლიე წონის კლება.

როდის მივმართოთ ექიმს?

ამ სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს. ასევე საყურადღებოა კიდევ რამდენიმე ნიშანი, კერძოდ: თუ ძვლის ტკივილს ვერ გიმსუბუქებთ ტკივილგამაყუჩებელი, ტკივილი მწვავდება ღამით, ტკივილი ქრება და ჩნდება.

ძვლის კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმებია:

  • ოსტეოსარკომა;
  • ქონდროსარკომა;
  • იუინგის სარკომა.

გამომწვევი მიზეზები

ძვლის კიბოს ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა მეცნიერთა აზრით, რამდენიმე რისკ-ფაქტორი დაავადების განვითარების რისკს ზრდის; რისკ-ფაქტორებს განეკუთვნება: მემკვიდრული გენეტიკური სინდრომი, ძვლის პეჯეტის დაავადება, რადიაცია.

 

წყარო:

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/bone-cancer/symptoms-causes/syc-20350217