გუგის გაფართოება და შევიწროება სინათლისა თუ სიბნელის მიმართ ბუნებრივი რეაქციაა.
თუმცა პათოლოგიური მიდრიაზი (გუგის გაფართოება) და მიოზი (გუგის დავიწროება) უკვე სიმპტომებია და გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირებაა აუცილებელი.
ერთ-ერთი გავრცელებული რისკ-ფაქტორი თავის ტრავმაა - ამ ტიპის პათოლოგიისას სავსებით მოსალოდნელია ნერვის დაზიანება, რაც გუგაზე უარყოფითად აისახება.
რაც შეეხება სინათლის მიმართ დაქვეითებულ რეაქციას, ამ შემთხვევაში გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ზოგიერთი მედიკამენტის ერთგვარი გვერდითი მოვლენა.
ნერვული სისტემის ისეთი სერიოზული დარღვევები როგორიცაა ინსულტი თუ ეპილეფსია ხშირად ხდება გუგის პათოლოგიური გაფართოების მიზეზი.
ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ხანდაზმული პირების გუგა ზომაში შევიწროებულია - ეს ასაკობრივი ფაქტორითაა გამოწვეული. იგივე შედეგს ნახავთ ახალშობილებშიც - დაბადებიდან პირველ კვირებში ჩვილის გუგა პატარა ზომისაა (პატარა ზომის გუგა განვითარებად თვალებს იცავს).
აუცილებლად მიმართეთ ოფთალმოლოგს თუ შენიშნეთ, რომ გუგა გაფართოებული რჩება კაშკაშა სინათლის მიუხედავად ან შეკუმშვას/შევიწროებას განაგრძობს სიბნელეში.
ექიმის კონსულტაცია უნდა გაიაროთ იმ შემთხვევაშიც, როდესაც ამ სიმპტომებს თან ერთვის თავის ტკივილი ან ბუნდოვანი მხედველობა.
წყარო:
https://www.bookaneyetest.co.uk/post/pupils-eyes-not-responding-light