29 ივნისი - კორონავირუსი და მსოფლიო

29 ივნისი - კორონავირუსი და მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 29 ივნისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 178 328 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 4 153 ადამიანი.

ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 9 532 ადამიანი და დაიღუპა 94, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 108 514 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 860 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 17 552 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 439 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 16 694 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 294 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 24 962 და დაიღუპა 457 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 074 და დაიღუპა 9.

 

წყარო:

https://www.who.int/docs/default-source/coronaviruse/situation-reports/20200629-covid-19-sitrep-161.pdf?sfvrsn=74fde64e_2