საუღლე ვენის გაგანიერება - დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები

საუღლე ვენის გაგანიერება - დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდები

როგორ მკურნალობენ საუღლე ვენის გაგანიერებას?

საუღლე ვენის გაგანიერება არ არის სახიფათო, მაგრამ ამ სიმპტომს მწვავე ან სიცოცხლისთვის საშიში პათოლოგიები იწვევს. სწორედ ამიტომ მკურნალობის კურსის მიზანი საუღლე ვენის გაგანიერების გამომწვევი დაავადების მართვაა. როდესაც გამომწვევი პათოლოგია განიკურნება, საუღლე ვენის გაგანიერების პროცესი შეწყდება.

მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე, მაგალითად, შესაძლოა საერთოდ არ გახდეს საჭირო მკურნალობა ან ეფექტური აღმოჩნდეს მედიკამენტური თერაპია, ან მდგომარეობის შემსუბუქება მხოლოდ ქირურგიულჩარევაზე იყოს დამოკიდებული.

საუღლე ვენის გაგანიერების პრევენცია შეუძლებელია, რადგან თითქმის ყველა ძირითადი გამომწვევი დაავადება არაპროგნოზირებადია.

თუ საუღლე ვენის გაგანიერებაზე გაქვთ ეჭვი სასწრაფოდ უნდა მიმართოთ კლინიკას, რადგან ეს სიმპტომი პირდაპირაა დაკავშირებული გულისა და სისხლის მიმოქცევის სისტემის სერიოზულ პრობლემებთან. სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს თუ გაქვთ საუღლე ვენის გაგანიერება და ამავდროულად უჩივით ისეთ სიმპტომებს როგორიცაა დაბალი არტერიული წნევა, თავბრუსხვევა, გულის წასვლის შეგრძნება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/symptoms/23149-jugular-vein-distention