ალკოჰოლზე დამოკიდებულების ნიშნები

ალკოჰოლზე დამოკიდებულების ნიშნები

იშვიათად განტვირთვისთვის ან მეგობრებთან გართობისას ალკოჰოლის მიღება ნორმალურია.

თუმცა როდესაც ქრონიკულ სახეს იღებს, სერიოზული ზიანი ადგება როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობას. სამწუხაროდ, ალკოჰოლზე უარის თქმა ისევე როგორც ბევრ სხვა მავნე ჩვევაზე, საკმაოდ რთულია. 

ალკოჰოლზე ხართ დამოკიდებული თუ სვამთ ყოველდღე, დილით, ყოველ საღამოს. შესაძლოა რამდენიმე კვირის ან თუნდაც თვის განმავლობაში შეწყვიტოთ ალკოჰოლის მიღება, თუმცა როგორც კი უბრუნდებით, უკონტროლოდ სვამთ.

ალკოჰოლზე დამოკიდებულებისთვის დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:

• ალკოჰოლის გარეშე ფუნქციონირება გიჭირთ; 
• თქვენთვის სმა ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა; 
• ალკოჰოლის მიღებას მაინც აგრძელებთ და თუნდაც მაშინ თუ უარყოფითი გავლენა აქვს როგორც თქვენს ორგანიზმზე, ისე გარშემომყოფებთან ურთიერთობაზე;
• ვერ აკონტროლებთ დოზას;
• ორგანიზმი ისე შეეჩვია ალკოჰოლს, რომ ეფექტის მისაღებად და სიამოვნების განსაცდელად დოზის გაზრდა გჭირდებათ; 
• სიმთვრალე არ გეტყობათ ჭარბი დოზის მიღების მიუხედავად.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო:

https://www2.hse.ie/living-well/alcohol/dependence/signs-patterns/