რა ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვმა მეტყველება?

რა ასაკში უნდა დაიწყოს ბავშვმა მეტყველება?

თითქმის ყველა მშობელს აინტერესებს თუ რა ასაკში იწყებს ბავშვი საუბარს.

რეალურად პატარა ადამიანები კომუნიკაციას გაცილებით ადრე ამყარებენ, ვიდრე მეტყველებას დაიწყებენ, მაგალითად, მოსმენით, გააზრებითა და მითითებით.

მეტყველების განვითარების ეტაპი ყველა ბავშვში ინდივიდუალურია, მაგალითად, ზოგიერთი მოსალოდნელზე ადრე იწყებს საუბარს და ზოგიც გაცილებით გვიან. ოქროს წესი არ არსებობს, თუმცა ბავშვების უმეტესობა პირველ სიტყვას 12-დან 18 თვემდე ასაკში ამბობს. ლექსიკონი იზრდება 18-დან 24 თვემდე ასაკში. 2 წლის ასაკში ბევრი პატარა უკვე იწყებს სიტყვების გაერთიანებას და მარტივი ფრაზების წარმოთქმას, თუმცა ესეც ინდივიდუალურია.

შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია ის, რომ ჯერ კიდევ საშვილოსნოში მყოფ 18 კვირის ნაყოფს ესმის ხმა. 

სტატისტიკურად, ზოგადი მონაცემი ასეთია:

• 0-3 თვე - ახალშობილი ღუღუნებს და ტირილის დროს ტონალობის შეცვლას ცდილობს იმის მიხედვით თუ რა უნდა ან აწუხებს; 
• 4-6 თვე - ტიტინებს. ჯერ ვერ ამბობს კონკრეტულ სიტყვას, მაგრამ უკვე აცნობიერებს რიტმსა და მეტყველების სტრუქტურას; 
• 7-12 თვე - შეიძლება თქვას დედა ან მამა, თუმცა ვერ ხვდება რას ნიშნავს, ანუ ტიტინი უფრო კომპლექსური ხდება;
• 12-18 თვე - ამ ასაკში ბავშვების უმეტესობა პირველ რეალურ სიტყვას ამბობს. ამ ასაკში ხშირად არქმევენ სახელებს ადამიანებს, შინაურ ცხოველებს, საყვარელ ნივთებსა თუ ობიექტებს. შეამჩნევთ, რომ კომუნიკაციის დამყარებას ცდილობს და ამისთვის მიგითითებთ კონკრეტული ნივთისკენ, ადგილისკენ;
• 18-24 თვე - შეიძლება პატარამ უკვე იცოდეს 50 სიტყვა და შეძლოს 2 ან 3 სიტყვის ერთმანეთთან დაკავშირება, ერთად წარმოთქმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო:

https://www.astrongstart.com/when-do-toddlers-start-talking-toddler-speech-and-speech-delay-guide/