ხელების ხშირი დაბანა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.
რესპირატორული ვირუსები ვრცელდება მაშინ, როცა ვირუსით დაინფიცირებული ლორწო ან წვეთოვანი ნაწილაკები ადამიანის ორგანიზმში თვალების, ცხვირისა თუ ყელის მეშვეობით ხვდება.
ცნობისათვის, ვირუსი ერთი ადამიანიდან მეორეზე უმეტესად ხელით ვრცელდება, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ხშირად დავიბანოთ ხელები.
რამდენ ხანს უნდა ვიბანდეთ ხელებს?
ხელები უნდა დაიბანოთ მინიმუმ 20-30 წამის განმავლობაში.
დროის ეფექტურად განსაზღვრაში დაგეხმარებათ დაბადების დღის სიმღერის წაღიღინება - მელოდია „რა ლამაზი დღეა“ ორჯერ უნდა იმღეროთ.
იგივე ეხება ხელის სადეზინფექციო სითხესაც.
როდის უნდა დავიბანოთ ხელები?
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რეკომენდებულია ხელები დაიბანოთ:
- ცხვირის მოხოცვის, დახველების ან დაცემინების შემდეგ;
- საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ვიზიტის შემდეგ;
- როცა სახლიდან გარეთ ყოფნისას ნივთების ზედაპირს ეხებით (ეს ეხება ფულსაც);
- დაავადებული ადამიანის მოვლამდე, მოვლის დროს და შემდეგ;
- ჭამის წინ და შემდეგ.
ზოგადად, ასევე ყოველთვის უნდა დაიბანოთ ხელები შემდეგი სიტუაციების დროს:
- ტუალეტით სარგებლობის შემდეგ;
- საკვების მიღებამდე და ჭამის შემდეგაც;
- ნაგავთან შეხების შემდეგ;
- ცხოველებთან და შინაურ ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ;
- ბავშვის საფენის გამოცვლის შემდეგ ან მას შემდეგ, როცა პატარას ტუალეტით სარგებლობაში დაეხმარებით;
- როცა ხედავთ, რომ ხელები ჭუჭყიანი გაქვთ.
ხელები ცივი წყლით დავიბანოთ თუ ცივით?
ნებისმიერი ტემპერატურის წყლის გამოყენებაა რეკომენდებული. ცივიც და თბილი წყალიც ერთნაირად ეფექტურად კლავს მიკრობებს, ბაქტერიებსა თუ ვირუსებს - და იმ შემთხვევაში, თუ საპონს გამოიყენებთ; ხელები საპნით უნდა დაიბანოთ.
დაბანის შემდეგ უნდა გავიმშრალოთ თუ არა ხელები პირსახოცით?
დიახ, ხელების გამშრალება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან მიკრობები მშრალთან შედარებით სველი კანიდან უფრო მარტივად ვრცელდება.
წყარო: