რა შემთხვევაში ინიშნება ნერვის ბიოფსია?
ბიოფსია პროცედურაა, რომლის დროსაც ქსოვილის პატარა ნაწილი იკვეთება და ლაბორატორიულად მოწმდება. ანალიზის მიზანია პათოლოგიების დიაგნოსტირება, დაავადების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება.
ნერვის ბიოფსიის დროს ნერვის ნაწილი (დაახლოებით 2 სანტიმეტრის სიგრძის) ამოაქვთ, როგორც წესი, სენსორული ნერვი. ნერვის ბიოფსიისას შესაძლებელია ნერვის დაზიანებასთან დაკავშირებული პათოლოგიებისა და ტვინის დარღვევასთან ასოცირებული იშვიათი მდგომარეობების დიაგნოსტირება.
ამ პროცედურით შესაძლებელია შემდეგი დაავადებების დადასტურება:
- სისხლძარღვის ანთებითი პროცესის გამომწვევი დაავადებები;
- ნერვის რომელი ნაწილია დაზიანებული;
- მიელინის დაშორება;
- პათოლოგიური უჯრედი ან ანთებითი პროცესი.
ნერვის ბიოფსიამდე ექიმი დანიშნავს სისხლის ანალიზს, ელექტრულ კვლევებს, წელის პუნქციას. ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში კანის ან სხეულის სხვა ქსოვილის ბიოფსიაც ეფექტურია.
წყარო:
https://londonneurologist.co.uk/nerve-biopsy/
