ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 25 ივნისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 167 056 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 5 336 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 9 010 ადამიანი და დაიღუპა 151, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 97 128 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 3 661 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 18 926 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 564 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 18 988 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 442 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 22 160 და დაიღუპა 493 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 844 და დაიღუპა 25.
წყარო: