უსიამოვნო გემო

უსიამოვნო გემო

ცხოვრებაში მინიმუმ ერთხელ თითქმის ყველა ადამიანს ჰქონია ეს უსიამოვნო სიმპტომი.

კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში უსიამოვნო გემო ქრება კბილების გამოხეხვის ან სავლების გამოყენების შემდეგ. თუმცა ზოგჯერ უსიამოვნო გემო ქრონიკულ სახეს იძენს და პათოლოგიის გამოა გამოვლენილი, შესაბამისად, ამ სიმპტომის აღმოფხვრის ერთადერთი საშუალებაა გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირება და მკურნალობა.

უსიამოვნო გემოს გამო ადამიანი კარგავს მადას, რაც ორგანიზმში მკვებავი ნივთიერებების დეფიციტის მიზეზი ხდება. აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ უსიამოვნო გემო გექნებათ 2 დღეზე მეტხანს.

და მაინც რა გემოს გრძნობენ პაციენტები? ეს შეგრძნება ინდივიდუალურია, მაგალითად, შეიძლება იყოს მეტალის, მწარე და სხვა. 

შესაძლო გამომწვევი მიზეზებია:

• პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა; 
• დენტალური პრობლემები; 
• პირის სიმშრალე; 
• ორალური რძიანა; 
• ინფექცია; 
• ჰეპატიტი; 
• ჰორმონული ცვლილებები;
• მჟავა რეფლუქსი; 
• მედიკამენტის გვერდითი ეფექტი; 
• ტვინის სიმსივნე; 
• დემენცია;
• ეპილეფსია; 
• თავის ტრავმა. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო:  

https://www.healthline.com/health/bad-taste-in-mouth