სისხლნაჟღენთი, რომელიც არ შუშდება

სისხლნაჟღენთი, რომელიც არ შუშდება

სისხლნაჟღენთი, დაჟეჟილობა ცხოვრების ნაწილია.

ზოგიერთი პატარა ზომისაა, ხოლო ზოგი დიდი და მტკივნეული. დაჟეჟილობა ჩნდება მაშინ, როდესაც კანქვეშ მდებარე პაწაწინა სისხლძარღვები ზიანდება და სისხლი იჟონება; ამ დროს კანის მთლიანობა არ ირღვევა, შესაბამისად, სისხლი კანქვეშ გროვდება.

სისხლნაჟღენთი, სილურჯე შესაძლოა გაჩნდეს შემდეგი მიზეზით:

  • წაქცევა;
  • ქირურგიული ჩარევა, სამედიცინო პროცედურა;
  • სპორტული ტრავმა;
  • სახსრის დაჭიმულობა;
  • კიდური რაღაცას მიარტყით, მაგალითად, კარს და სხვა.

ის თუ რა ვადაში გაქრება სილურჯე და ალაგდება დაჟეჟილობა, ინდივიდუალურია, დამოკიდებულია ორგანიზმზე, რამ გამოიწვია სისხლნაჟღენთი და რამდენად მოცულობითია. საშუალოდ, 3 კვირის ვადაში იკურნება. მოშუშების პროცესში შეამჩნევთ, რომ დაჟეჟილობა იცვლის ფერს.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში დაჟეჟილობა ჯანმრთელობის პრობლემის მანიშნებელია და სამედიცინო ჩარევას საჭიროებს. მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ შემდეგი:

  • ხშირად გიჩნდებათ სისხლჩაქცევები და ვერაფერს უკავშირებთ;
  • სისხლნაჟღენთი დიდი ზომისაა;
  • დაჟეჟილობები პატარა და ჭიკარტის ზომის მსგავსია;
  • სისხლნაჟღენთი არ გადადის, მაგრამ არც გტკივათ;
  • მარტივად გიჩნდებათ სისხლჩაქცევები.

 

 

წყარო:  

https://health.clevelandclinic.org/bruise-that-wont-go-away