რამდენი საათი რჩება ალკოჰოლი ორგანიზმში დამოკიდებულია იმაზე თუ რა დოზა მიიღეთ და რამდენად სწრაფად.
ღვიძლს სტანდარტული დოზის მეტაბოლიზირება შეუძლია 1 საათის განმავლობაში, თუმცა ზოგიერთი ტესტი ალკოჰოლს შენიშნავს 24 საათის შემდეგაც კი, სისხლის ტესტზე დაყრდნობით.
მცირე რაოდენობით ალკოჰოლი ორგანიზმიდან იდევნება შარდის, ოფლისა და სუნთქვის მეშვეობით. უმეტეს დოზას ღვიძლი შლის.
ალკოჰოლისგან სრული გაწმენდა შესაძლებელია მხოლოდ ერთი გზით - ღვიძლს უნდა მისცეთ საკმარისი დრო სასმელის მეტაბოლიზირებისთვის.
თუ ალკოჰოლის ჭარბი მომხმარებელი ხართ ალკოჰოლის დეტოქსისას მოსალოდნელია გამოგივლინდეთ ერთგვარი მოხსნის/მოცილების სინდრომი.
მოლხენის შემდეგ ადამიანებს ხშირად აინტერესებთ თუ რა ვადით რჩება ალკოჰოლი ორგანიზმში და ეს პროცესი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, კერძოდ, ასაკზე, სქესზე, რა რაოდენობა დალიეთ, რამდენად სწრაფად სვამდით, რა საკვები დააყოლეთ.
ალკოჰოლის დოზის შემცირება დადებით გავლენას ახდენს როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობაზე. თუმცა სასმელზე დამოკიდებულთათვის ეს სერიოზული გამოწვევაა და გირჩევთ დახმარებისთვის პროფესიონალს მიმართოთ.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/how-long-does-it-take-to-detox-from-alcohol
