სარეაბილიტაციო ცენტრი „ნება“ -  „გამოჯანმრთელების გზა იწყება ნებით“

სარეაბილიტაციო ცენტრი „ნება“ - „გამოჯანმრთელების გზა იწყება ნებით“

ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის პარტნიორია სარეაბილიტაციო ცენტრი „ნება“.

რა უნდა იცოდეთ „ნებას“ შესახებ?

„ნება“ საქართველოში მოქმედი სარეაბილიტაციო ცენტრია, რომელიც 2022 წლიდან დიდი პასუხისმგებლობით ზრუნავს სხვადასხვა ტიპის დამოკიდებულების მქონე ადამიანებზე და ხელმძღვანელობს მთავარი პრინციპით - „ გამოჯანმრთელების გზა იწყება ნებით“.

სარეაბილიტაციო ცენტრი „ნება“ შექმნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ებრძვიან სხვადასხვა სახის დამოკიდებულებას, მათ შორის ნარკოტიკულ და ალკოჰოლურ დამოკიდებულებას, აზარტულ თამაშებსა და ონლაინ სივრცეზე დამოკიდებულებას, კვებით აშლილობებსა და თვითდაზიანებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

დამოკიდებულებასთან ბრძოლა რთული და ხშირად ხანგრძლივი პროცესია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი ამ გზაზე მარტო არ დარჩეს და მიიღოს როგორც პროფესიული, ისე ადამიანური მხარდაჭერა.

„ნებას“ გუნდისთვის მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის ინდივიდუალური ისტორია და საჭიროებები. ცენტრში მოხვედრისთანავე ბენეფიციარი ხდება კომპლექსური სარეაბილიტაციო პროგრამის ნაწილი და მისთვის დგება ინდივიდუალური გეგმა, რომელიც ორიენტირებულია დამოკიდებულების დაძლევაზე, ცხოვრების წესის შეცვლასა და მიღებული შედეგების შენარჩუნებაზე.

ცენტრი უზრუნველყოფს 24/7 სამედიცინო მეთვალყურეობასა და მუდმივ მონიტორინგს. უსაფრთხო და კომფორტული გარემო კი ბენეფიციარს ეხმარება რეაბილიტაციის რთული და კრიზისული ეტაპის გადალახვაში.

ცენტრის ძირითადი პროგრამებია:

  • დეტოქსი;
  • რეაბილიტაცია;
  • რესოციალიზაცია;
  • დღის ცენტრი;
  • ფსიქიატრის მხარდაჭერა;
  • სპორტული და ფიზიკური გაჯანსაღების აქტივობები;
  • სეზონური სარეაბილიტაციო ბანაკები.

ცენტრის პერსონალს (როგორც ადმინისტრაციულს, ისე კლინიკურს) კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ყველა ბრძოლის უკან დგას ადამიანი, რომელსაც სურს იპოვოს ან თავიდან აღმოაჩინოს გზა საკუთარი იდენტობისკენ! „ნებას“ პროფესიონალთა გუნდი ბენეფიციართან ერთად გადის ამ მნიშვნელოვან და არაერთი დაბრკოლებისგან შემდგარ გზას - პირველი ნაბიჯიდან საზოგადოებაში დაბრუნებამდე.  

ცენტრი იყენებს საერთაშორისო სტანდარტებსა და ინდივიდუალურ მიდგომას - სწორედ ეს სერვისი ეხმარება პაციენტს პიროვნულად სრულად ტრანსფორმირდეს, დამოკიდებულებისგან გათავისუფლდეს და მზად იყოს დაიწყოს ახალი ცხოვრება.