ჰაერის ტემპერატურის მიმართ მომატებული მგრძნობელობა

ჰაერის ტემპერატურის მიმართ მომატებული მგრძნობელობა

რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს?

მედიკოსები გამოჰყოფენ რამდენიმე ტიპს:

  • სიცხის მიმართ მგრძნობელობა;
  • სიცივის მიმართ სენსიტიურობა;
  • მომატებული მგრძნობელობა როგორც სიცხის, ისე სიცივის მიმართ.

ტემპერატურის მგრძნობელობა მოიცავს გარკვეულ ფიზიოლოგიურ მექანიზმებს:

  • ვასკულარულ რეაქციას;
  • ნევროლოგიურ გავლენას;
  • ასაკობრივ ცვლილებებს.

თუ ცხელი ამინდის მიმართ გაქვთ აუტანლობა რეკომენდებულია:

  • გადადით გრილ ადგილზე, ჩრდილში;
  • გაიხადეთ ზედმეტი ტანსაცმელი;
  • დაწექით;
  • კანზე მიისხით წყალი;
  • დალიეთ ცივი სითხე;
  • სითბური დარტყმის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება.

თუ ცივი ამინდის მიმართ გაგიჩნდათ მგრძნობელობა, გირჩევთ:

  • თავბრუსხვევის შემთხვევაში დაჯდომა ან დაწოლაა კარგი;
  • წყალი დალიეთ;
  • ისეთ ადგილას წადით, სადაც ნეიტრალური ტემპერატურაა.

პრევენციისთვის მოწოდებულია:

  • ვარჯიშამდე, ფიზიკური აქტივობისას და მისი დასრულების შემდეგაც კი ადეკვატური დოზით მიიღეთ წყალი;
  • ძლიერი სიცხის დროს დაუშვებელია მაღალი ინტენსივობის ვარჯიში;
  • ცივ ამინდში უნდა აკონტროლოთ სუნთქვა და თბილად ჩაიცვათ;
  • დიდხანს სიცივეში ნუ გაჩერდებით.

გამოიძახეთ გადაუდებელი სასწრაფო დახმარება თუ გამოგივლინდათ ჰაერის ტემპერატურის მიმართ მომატებული მგრძნობელობის მწვავე ნიშნები:

  • თავბრუსხვევა გრძელდება 15 წუთზე მეტია;
  • ძლიერი თავის ტკივილი;
  • დაბნეულობა, გონების დაკარგვა;
  • სხეულის მაღალი სიცხე;
  • შეიცვალა მენტალური სტატუსი.

 

რისკ-ჯგუფებია:

  • ბავშვები და მოზარდები;
  • ხანდაზმულები;
  • სიმსუქნე, ჭარბი წონა;
  • ქრონიკული დაავადების მქონე პირები;
  • იღებთ გარკვეული ტიპის მედიკამენტებს;
  • ანამნეზში გაფანტული სკლეროზი ან სხვა ნევროლოგიური დაავადება;
  • გაწუხებთ კარდიოვასკულარული პრობლემები.

 

წყარო:  

https://www.droracle.ai/articles/261419/what-is-temperature-sensitivity