რა არის სექსუალური დისფუნქცია?
სექსუალური დისფუნქცია წარმოადგენს ნებისმიერი ტიპის პრობლემას, რომლის გამოც პიროვნებას ან წყვილს უჭირს სიამოვნება მიიღოს ინტიმური კავშირისგან.
სტატისტიკურად, ქალების 43%-სა და მამაკაცების 31%-ს სექსუალური დისფუნქციის სხვადასხვა ხარისხის პრობლემა აქვს.
ექიმები სექსუალურ დისფუნქციას 4 ძირითად კატეგორიად ჰყოფენ:
- დაქვეითებულია სქესობრივი აქტის მიმართ ინტერესი და სურვილი;
- ვერ ახერხებთ აღეგრძნოთ და არც სექსუალური აქტივობისას ხართ აღფრთოვანებული;
- ვერ აღწევთ ორგაზმს;
- ტკივილი ინტიმური კავშირის დროს.
სექსუალური დისფუნქცია შესაძლოა გამოუვლინდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, თუმცა გაცილებით ხშირია 40 წელს გადაცილებულებში.
სექსუალური დისფუნქციის ფიზიკური გამომწვევი მიზეზებია:
- თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა;
- დიაბეტი;
- გულისა და ვასკულარული დაავადებები;
- გაფანტული სკლეროზი ან ნერვის დაზიანება;
- ჰორმონული დისბალანსი;
- კიბო;
- მენოპაუზა;
- ორსულობა და ძუძუთი კვება;
- ალკოჰოლის მოხმარება;
- ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი.
სექსუალური დისფუნქციის ფსიქოლოგიური მიზეზებია:
- სტრესი ან შფოთვა;
- პირადი პრობლემები;
- არ მოგწონთ თქვენი გარეგნობა;
- გადაიტანეთ სექსუალური ძალადობა ან გქონდათ ტრავმა ინტიმური კავშირის დროს;
- დანაშაულის შეგრძნება ან დეპრესია;
- გეშინიათ, რომ სქესობრივი აქტისას ვერ გამოავლენთ ისეთ ქცევას, რომელიც პარტნიორს მოეწონება.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/9121-sexual-dysfunction
