უნიკალური მუზეუმის შესახებ მოგითხრობთ.
ნიდერლანდებში, ქალაქ უგსტგესტში მდებარეობს მუზეუმი (Corpus Museum), რომლის მეშვეობითაც ვიზიტორს ორგანიზმის დათვალიერების საშუალება ეძლევა.
მუზეუმი სხვადასხვა ორგანოსა და სისტემას მოიცავს.
35 მეტრი სიმაღლის მუზეუმში თითოეული ორგანო საოცრად რეალისტურადაა გამოსახული - სივრცე ერთდროულად შემეცნებითიცაა და გასართობიც.
ვიზიტორი დეტალურად ეცნობა ინფორმაციას ორგანოს როლის შესახებ და ასევე თუ როგორ უნდა იზრუნოს ჯანმრთელობაზე, რა არის მავნებელი და საყურადღებო.
თითოეული სტუმარი რეალისტურად შექმნილ ნიმუშზე დაყრდნობით, თვალსაჩინო ვიზუალური მასალით იგებს ადამიანის ორგანოთა და ნაწილთა ფუნქციების შესახებ.
როგორ მუშაობს გული, რა როლს თამაშობს ერითროციტები, რა ხდება დაცემინების დროს? ყველა კითხვაზე პასუხს ექსკურსიის დროს შეიტყობთ.
ხმის, 5D ეფექტისა და გიგანტური რეპროდუქციების მეშვეობით, ყველა სტუმარს ექმნება იმის ილუზია თითქოს ადამიანის სხეულში გადაადგილდება.
მომავალი მედიკოსებისთვის ნამდვილად საოცნებო ადგილია.