რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც ციკლის უსიამოვნო სიმპტომებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.
სასურველია პერიოდის განმავლობაში შეძლებისდაგვარად მოერიდოთ მარილიან საკვებს, რაც შებერილობისგან დაგიცავთ. ნუ მიიღებთ ყავას, რადგან კოფეინი ციკლის დროს მკერდის დაჭიმულობის მიზეზი ხშირად ხდება. ამასთან, მენსტრუაციის დროს კოფეინის მიღების ფონზე მნიშვნელოვნად იზრდება შფოთვის მაჩვენებელი და პრემენსტრუალური სინდრომის სიმპტომების ესკალაციის რისკ-ფაქტორია.
მენსტრუაციის დროს სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების რისკი იზრდება, შესაბამისად, უნდა დაკავდეთ დაცული ინტიმური კავშირით. ცნობილი ფაქტია, რომ ციკლის დროს დაორსულება შესაძლებელია, შესაბამისად, თუ ოჯახში ახალი წევრის შემობრძანება არ გსურთ დაიცავით თავი სქესობრივი კავშირისას.
მძაფრი უსიამოვნო სუნის შემთხვევაში უნდა მიმართოთ გინეკოლოგს და ნუ შეეცდებით მასთან გამკლავებას თვითნებურად სურნელოვანი საპონის, კრემის ან სხვა დასაბანი საშუალებების გამოყენებით.
ბევრი ქალის მთავარი შეცდომაა ის, რომ ტკივილგამაყუჩებელს დროულად არ იღებს - პირველივე უსიამოვნო სიმპტომს მედიკამენტით შეებრძოლეთ.
შეიძლება იფიქროთ, რომ ციკლისთვის დამახასიათებელი დისკომფორტისას საუკეთესო გამოსავალი სავარძელში ნებივრობა და საყვარელი გადაცემის ყურებაა, თუმცა გინეკოლოგებს ამ თემაზე რადიკალურად განსხვავებული მოსაზრება აქვთ და გვირჩევენ, რომ შეძლებისდაგვარად ვიმოძრაოთ, რადგან სეირნობის დროს სპაზმი და ტკივილი უფრო მარტივად გადალახვადია.
და ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა - რეგულარულად გამოიცვალეთ ტამპონი ან ჰიგიენური საფენი.
წყარო:
https://rmanetwork.com/blog/8-things-gynecologist-wants-stop-period/
