როგორ ამოვიცნოთ მანიპულატორი?
შეგიმჩნევიათ, რომ ზოგიერთი მამაკაცი ერთ დღეს ზედმეტად ყურადღებიანი და მგრძნობიარეა, მაგრამ უეცრად ისეთი ცივი და უყურადღებო ხდება შეგრძნება გიჩნდებათ რამე ხომ არ დავაშავეო? სწორედ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი, რომელსაც მანიპულატორი მამაკაცი ყოველთვის ეფექტურად იყენებს.
გახსოვდეთ, მამაკაცი მანიპულირებას არ იწყებს ღიად ან ხმამაღლა და სინამდვილეში მხოლოდ ტაქტიკური ნაბიჯით მოქმედებს - მთავარია გრძნობების მახეში არ აღმოჩნდეთ და დროულად მიახვედროთ, რომ თქვენთან ეს ტექნიკა არ მოქმედებს.
მანიპულაციის ძირითადი მიზანია თქვენი ემოციების გაკონტროლება, ყურადღების მიპყრობა და ზეგავლენის დემონსტრირება.
მანიპულატორი მამაკაცისთვის დამახასიათებელია:
- საკუთარ ქცევაზე პასუხს არასდროს აგებს, პასუხისმგებლობას გაურბის და ყველაფერში დამნაშავე თქვენ გამოდიხართ;
- არასდროს უყურებს სიტუაციას თქვენი პერსპექტივიდან და რეალურად დიდად არც აღელვებს;
- მათი ქცევა და სიტყვები ერთმანეთს არ ემთხვევა;
- უყვართ უეცარი სიჩუმე, მაგალითად, თითქოს გსჯიან თუ არ დაგირეკავენ, კონტაქტზე რამდენიმე დღე არ გამოვლენ ან დაგაიგნორებენ;
- ყოველთვის სხვებს გადარებენ;
- მაქსიმალურად ცდილობენ საყვარელ ადამიანებს (ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები) ჩამოგაშორონ, რადგან მთელი ყურადღება მასზე უნდა გქონდეთ გადატანილი და ემოციურადაც დამოკიდებული უნდა გახდეთ;
- ყველაფრის გაკონტროლება ახასიათებთ.
წყარო:
https://endlessmindpower.org/how-to-spot-manipulative-behavior-in-men/
