პერიკორონიტი - ღრძილის ქსოვილის ანთება

პერიკორონიტი - ღრძილის ქსოვილის ანთება

რა არის პერიკორონიტი?

პერიკორონიტი სიბრძნის კბილის გარშემო ღრძილის ქსოვილის ანთებაა. პერიკორონიტის მკურნალობა აუცილებელია, რადგან იწვევს არაერთ სერიოზულ გართულებას.

მწვავე პერიკორონიტის სიმპტომებია:

  • სიცხე;
  • ძლიერი ტკივილი უკანა კბილების არეში;
  • ღრძილის ქსოვილის სიწითლე და შეშუპება;
  • ჩირქი;
  • დისკომფორტი ყლაპვის დროს;
  • ტრიზმი;
  • ლიმფური კვანძების შეშუპება.

ქრონიკული პერიკორონიტის სიმპტომებია:

  • მსუბუქი, დროებითი ტკივილი უკანა კბილებში;
  • უსიამოვნო სუნი პირის ღრუში;
  • უსიამოვნო გემო.

პერიკორონიტის ძირითადი გამომწვევი მიზეზია კბილის ჩაჭედვა. როდესაც კბილი ნაწილობრივაა ღრძილში ჩაჭედილი, ბაქტერია მრავლდება და შეშუპების, ანთებითი პროცესის რისკი იზრდება.

რისკ-ფაქტორებია:

  • ასაკი (20-დან 30 წლამდე);
  • სიბრძნის კბილი ბოლომდე არ არის ამოჭრილი, ამოზრდილი;
  • იმყოფებით ძლიერი სტრესის ქვეშ;
  • ზედმეტი ღრძილის ქსოვილი გაქვთ;
  • ორსული;
  • არ იცავთ პირის ღრუს ჰიგიენას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო:  

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/24142-pericoronitis