რა ასაკის და როგორი ცხოვრების წესის მქონე პირთათვისაა სასურველი კარდიომეტაბოლურ დაავადებაზე შემოწმდნენ?

რა ასაკის და როგორი ცხოვრების წესის მქონე პირთათვისაა სასურველი კარდიომეტაბოლურ დაავადებაზე შემოწმდნენ?

კარდიომეტაბოლური დაავადება - რისკ-ფაქტორები და ხელშემწყობი მდგომარეობები.

კარდიომეტაბოლური დაავადება მოიცავს ისეთ სერიოზულ პათოლოგიებს როგორიცაა: გულის შეტევა, ინსულტი, დიაბეტი, თირკმლის დაავადება, ღვილის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადება.

სტატისტიკის თანახმად, კარდიოვასკულარული დაავადება ყოველწლიურად 9 მილიონი ადამიანის დაღუპვის მიზეზია, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით 537 მილიონ ზრდასრულს ანამნეზში დიაბეტი აქვს.

ხელშემწყობი რისკ-ფაქტორებია: 

• მაღალი არტერიული წნევა; 
• სისხლში შაქრის მაღალი დონე;
• ჭარბი ტრიგლიცერიდები; 
• წელის გარშემო ჭარბი ცხიმი;
• გენეტიკური წინასწარგანწყობა; 
• თამბაქო; 
• სიმსუქნე; 
• დიდი რაოდენობით სვამთ ალკოჰოლს და ხშირად; 
• იმყოფებით ძლიერ სტრესში; 
• არაჯანსაღი რაციონი. 

სასურველია გაიაროთ ტესტირება და დარწმუნდეთ, რომკარდიომეტაბოლური დაავადების რისკის წინაშე არ იმყოფებით შემდეგი ფაქტორების ფონზე: 

• ასაკი (ხართ 45 წელს გადაცილებული); 
• გულის დაავადებით, ინსულტით ან დიაბეტით ავადობის ოჯახური ანამნეზი;
• ჰორმონული დისბალანსი; 
• ჭარბი წონა; 
• არააქტიური, უმოძრაო ცხოვრების წესი; 
• გიყვართ არაჯანსაღი კერძები; 
• თამბაქო; 
• ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება; 
• ანამნეზში ძილის აპნოე, საკვერცხის პოლიკისტური სინდრომი, ჰიპოთირეოზი.

 

 

 

 

 

 

წყარო:

https://southdenver.com/what-is-cardiometabolic-disease/