რა სიმპტომები ვლინდება ნაკბენის ფონზე გამოვლენილი ალერგიის დროს?
ზოგადად, მწერის ნაკბენი იწვევს შემდეგი ტიპის დისკომფორტს:
• ნაკბენ არეზე კანი თითქოს ამობურცულია, შეიძლება იყოს წითელიც;
• კანის ქავილი და გაღიზიანება;
• მსუბუქი შეშუპება;
• ტკივილი.
დიდი შანსია მწერმა გიკბინოთ თუ თქვენი ჰობი ან პროფესიული საქმიანობაა შემდეგი:
• დიდ დროს ატარებთ ტყეში ან ბალახით დაფარულ ადგილზე;
• ცხოვრობთ ტბასთან, მდინარესთან, ტბორთან, ჭაობთან ახლოს;
• მუშაობთ ფერმაში ან რეგულარული კონტაქტი გაქვთ ცხოველებთან;
• ხართ მებაღე ან მეფუტკრე.
მწერის ნაკბენზე ალერგიული რეაქცია გაქვთ თუ გამოგივლინდათ შემდეგი სიმპტომები:
• თავბრუსხვევა ან გულის წასვლის შეგრძნება;
• აჩქარებული პულსი;
• ალერგიული გამონაყარი;
• კუნთის სპაზმი;
• გულისრევა, ღებინება ან დიარეა;
• შეტევა;
• შეშუპება ნაკბენ არეში;
• ხორხის ან ენის შეშუპება;
• ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება.
ყველა ეს სიმპტომი საყურადღებოა და აუცილებელია პაციენტი სასწრაფოდ მოთავსდეს კლინიკაში, გაეწიოს პირველადი გადაუდებელი დახმარება.
სტატისტიკურად, ალერგიული რეაქცია ჩნდება ნაკბენიდან 15 წუთში, თუმცა შესაძლოა დისკომფორტი იგრძნოთ 6 საათის შემდეგ.
გაცილებით მწვავე რეაქცია ყალიბდება მაშინვე!
გაითვალისწინეთ, თუ ადრე მწერის ნაკბენზე მსუბუქი ალერგია გამოგივლინდათ, მომავალში მწვავე რეაქცია გექნებათ და სწორედ ამიტომ ექიმის დანიშნულებით იხელმძღვანელეთ.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/bug-bites
