ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 24 ივნისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 135 212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 4 187 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 7 333 ადამიანი და დაიღუპა 173, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 68 785 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 274 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 17 678 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 442 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 18 960 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 736 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 21 033 და დაიღუპა 544 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 423 და დაიღუპა 18.
წყარო: