ფორთოხლის წვენი სასარგებლოა გულისთვის

ფორთოხლის წვენი სასარგებლოა გულისთვის

გიყვართ ფორთოხლის წვენი?

ფორთოხლის წვენი მდიდარია მკვებავი ნივთიერებებით, ვიტამინებით, მინერალებით.

ფორთოხლის წვენი კონცენტრირებულია C ვიტამინით, რომელიც იმუნური სისტემის გასაძლიერებლადაა მოწოდებული. ეს ანტიოქსიდანტი აუცილებელია ძვლის სიმტკიცისთვის, ჭრილობის შესახორცებლად, ღრძილის ჯანმრთელობისთვის.

მოგეხსენებათ, გულის დაავადება მსოფლიოს მასშტაბით სერიოზული პრობლემაა და ყოველწლიურად 17 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზია. ზოგიერთ სამეცნიერო დასკვნაზე დაყრდნობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ფორთოხლის წვენი მნიშვნელოვნად ამცირებს გულის დაავადების ხელშემწყობი ისეთი ფაქტორების რისკს, როგორიცაა ქოლესტეროლი და არტერიული წნევა.

გაითვალისწინეთ, ფორთოხლის წვენი კალორიულია და შაქარსაც შეიცავს, შესაბამისად, აუცილებელია მიღებისას აკონტროლოთ დოზა და რეკომენდებულზე მეტი არ დალიოთ.

 

 

 

 

წყარო:  

https://www.healthline.com/nutrition/orange-juice-benefits#TOC_TITLE_HDR_3