ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 23 ივნისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 133 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 3 847 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 7 542 ადამიანი და დაიღუპა 121, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 67 425 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 436 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 18 534 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 466 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 18 864 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 428 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 19 924 და დაიღუპა 385 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 037 და დაიღუპა 11.
წყარო: