როდის უნდა მიმართოთ ექიმს?
ქაფიანი შარდი ყოველთვის დაავადების მანიშნებელი არ არის და ზოგჯერ მიზეზი უნიტაზის საწმენდი საშუალებები, გაუწყლოება ან სწრაფად მოშარდვაა (მაგალითად, თუ შარდის ბუშტი სავსე გაქვთ დაცლა სწრაფად მოხდება და ძლიერი ნაკადი ქაფს მოიდებს).
აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს თუ ქაფიან შარდს თან ერთვის სხვა სიმპტომები:
- ეს სიმპტომი არ ალაგდა, ანუ შარდში ქაფს ამჩნევთ რამდენიმე დღეა;
- შეშუპება;
- გულისრევა;
- ღებინება;
- უმადობა;
- დაღლილობა;
- სისხლი შარდში;
- შარდი ამღვრეულია.
დიაგნოსტირება
პირველ რიგში აუცილებელია ჩატარდეს შარდის ანალიზი და დადგინდეს ცილის რაოდენობა, მაგალითად, ხომ არ არის ჭარბი. შარდში ცილის მაღალი შემცველობის შემთხვევაში ჩატარდება დამატებითი ანალიზი - 24 საათის შემდეგაც უნდა დადასტურდეს ეს დიაგნოზი.
კიდევ ერთი ანალიზი, რომელიც დაინიშნება, ალბუმინი-კრეატინინის თანაფარდობის შეფასებაა. თუ ამ კვლევამ სიჭარბე დააფიქსირა ექიმი ეჭვს მიიტანს თირკმლის დაავადებაზე. დიაგნოზის საბოლოო დაზუსტებისთვის ინიშნება თირკმლის ულტრაბგერა - ამ კომპიუტერული ტესტით მედიკოსი შეაფასებს ორგანოს სტრუქტურას და ზოგად მდგომარეობას.
მკურნალობა
მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.
თუ პაციენტს დეჰიდრატაცია (გაუწყლოება) აქვს დაენიშნება წყლის, სუფთა სითხის მიღება. წყალი ეტაპობრივად და იმ დოზით უნდა სვათ შარდმა გამჭირვალე ყვითელი ფერი რომ მიიღოს.
თუ გამომწვევი მიზეზი დიაბეტია საჭირო გახდება ორალური მედიკამენტები ან ინსულინის ინექცია. ამასთან, ანამნეზში დიაბეტის შემთხვევაში ადამიანმა რეგულარულად უნდა აკონტროლოს სისხლში შაქრის დონე.
თუ თირკმლის დაავადება ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირდება ეფექტური იქნება მედიკამენტებით მკურნალობა და ცხოვრების წესის ცვლილება. მწვავე თირკმლის დაავადების დროს კი აუცილებელია დიალიზი.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/322171#forceful-urination
