კუნთის ატროფია - რა მიზეზით კარგავს კუნთი მასას?

კუნთის ატროფია - რა მიზეზით კარგავს კუნთი მასას?

რა არის კუნთის ატროფია?

კუნთის ატროფია კუნთის მასის განლევა, შეთხელება, დაკარგვაა. როგორც წესი, მიზეზია ან ნეიროგენური მდგომარეობა, ან კუნთის გამოუყენებლობა. სიმპტომების შემსუბუქებისთვის მოწოდებულია ვარჯიში და ჯანსაღი რაციონი.

კუნთის ატროფიის პირველი და ყველაზე სახასიათო ნიშანი კუნთის მასის შემცირებაა, თუმცა მოსალოდნელია სხვა სიმპტომებიც, კერძოდ:

• მეორესთან შედარებით ერთი კიდური გაცილებით პატარაა; 
• სისუსტე კიდურში; 
• დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება კიდურში;
• პაციენტს უჭირს ბალანის დაცვა ან სიარული;
• პაციენტს უჭირს საუბარი ან ყლაპვა; 
• მეხსიეების თანდათანობით დაკარგვა.

თუ კუნთები ატროფირებულია სახეზე ან ყელშიშეამჩნევთ სახის კუნთების შესუსტებას.

ფიზიოლოგიური ატროფია

ფიზიოლოგიური ატროფია ყალიბდება მაშინ, როდესაც არ იყენებთ კუნთებს - ამის გამოორგანიზმი კუნთის დაშლას იწყებს, შესაბამისად, მასა ზომაში მცირდება და სიძლიერეს/სიმკვრივეს კარგავს. 

ფიზილოგიური ატროფიის გამომწვევი მიზეზებია:

• არააქტიური ცხოვრების წესი; 
• არ ვარჯიშობთ; 
• დღის უმეტეს ნაწილს ჯდომაში ატარებთ; 
• კვებითი უკმარისობა;
• ანამნეზში ისეთი გენეტიკური დარღვევა როგორიცაა კუნთოვანი დისტროფია;
• ინსულტის ან სხვა პათოლოგიების გამო ვერ ამოძრავებთ კიდურებს; 
• ასაკობრივი ატროფია. 

ნევროგენური ატროფია

ნევროგენური ატროფიის მიზეზია ტრავმა, რომელიც კუნთების შემაერთებელ ნერვებს აზიანებს.

ნერვის დაზიანებას იწვევს შემდეგი მდგომარეობები: 

• ამიოტროფილური ლატერალური სკლეროზი; 
• გილენ-ბრის სინდრომი; 
• გაფანტული სკლეროზი;
• მაჯის გვირაბის სინდრომი;
• პოლიომიელიტი; 
• ზურგის ტვინის დაზიანება. 

წყარო:

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22310-muscle-atrophy