საყურადღებოა თუ არა ეს სიმპტომი?
საუბარია ერთგვარ მუწუკზე, რომელსაც ვიზუალურად ან შეხებისას შეიძლება ჰქონდეს კოპის მსგავსი ეფექტი, ძიძიბისმაგვარი სიწითლე და სხვა - ერთი სიტყვით ამობურცულობა/შეშუპება, რომელიც მანამდე არ გქონიათ.
წარმონაქმნი მოსალოდნელია ნებისმიერ რბილ არეში, ყბის ხაზისა და ნიკაპის ქვეშ. იგი შესაძლოა იყოს პატარა ან დიდი ზომის, რბილი, მაგარი, იწვევდეს ტკივილს და სხვა.
გამომწვევი მიზეზებია:
- ლიმფური კვანძების შეშუპება;
- ტონზილების შეშუპება;
- აკნე;
- ჭინჭრის ციება;
- მწერის ნაკბენი;
- კისტა;
- ყბაყურა;
- სანერწყვე სადინარის კენჭები;
- ჰემატომა;
- ჩიყვი;
- ნიკაპის არეში ტრავმა, გაღიზიანება და სხვა მიზეზები.
როგორც ხედავთ, ამ სიმპტომს არაერთი მდგომარეობა და პათოლოგია იწვევს, შესაბამისად, თუ ნიკაპის ქვეშ წარმონაქმნი არ ალაგდება რამდენიმე კვირაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
მსუბუქი გაღიზიანების ან ინფექციის შემთხვევაში მუწუკი ალაგდება რამდენიმე კვირაში და დაექვემდებარება სახლის პირობებში გატარებულ მკურნალობას, მაგალითად, მსგავს კლინიკურ შემთხვევებში სრულიად საკმარისი იქნება სუფთად გქონდეთ ამობურცულობის მიმდებარე არე და ადგილობრივი ჰიგიენის დაცვის ფონზე დღის განმავლობაში რამდენჯერმე წაისვათ მალამო.
წყარო:
https://www.medicalnewstoday.com/articles/321214
