შეტევა (კრუნჩხვა) პათოლოგიური ელექტრული აქტივობაა ტვინში.
კრუნჩხვის გამო იცვლება ცნობიერება და პაციენტს უჭირს კუნთის კონტროლი. შეტევის გამო ვლინდება სიმპტომები, რომელიც გავლენას ახდენს ქცევასა და შეგრძნებებზე. შეტევისგან არავინაა დაზღვეული, ფიქსირდება ნებისმიერ ასაკში.
დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
- სხეულის უკონტროლო მოძრაობა;
- ერთ წერტილში მიშტერება;
- გონების დაკარგვა;
- კბილების კრაჭუნი;
- ნერწყვდენა;
- თვალების უჩვეულო მოძრაობა;
- ადამიანი გამოსცემს უცნაურ ხმას;
- ადამიანს უჭირს შარდისა და განავლის შეკავება (უნებლიედ გადის კუჭში, შარდავს);
- დაბნეულობა, შიში, შფოთვა.
ხელშემწყობი ფაქტორებია:
- სისხლში შაქრის პათოლოგიური დონე;
- ზოგიერთი მედიკამენტი (ერთგვარი გვერდითი ეფექტი);
- სინათლის გაელვება, კაშკაში;
- მაღალი სიცხე;
- უძილობა;
- ალკოჰოლი ან სხვა ნივთიერება;
- ჰიპერთერმია;
- სტრესი.
გავრცელებული გამომწვევი მიზეზებია:
- ანევრიზმა;
- ტვინის სიმსივნე;
- ცერებრალური ჰიპოქსია;
- ცერებროვასკულარული დაავადება;
- დიაბეტი;
- ტვინის ტრავმული დაზიანება;
- ტვინის დეგენერაციული დაავადება;
- ორგანიზმში ელექტროლიტების პრობლემა;
- ეკლამფსია;
- ეპილეფსია;
- გენეტიკური დაავადებები;
- ჰორმონული ცვლილებები;
- ავტოიმუნური დაავადებით მიმდინარე ანთებითი პროცესი;
- მენტალური ჯანმრთელობის დარღვევები;
- ინსულტი;
- ტოქსინები;
- შხამიანი ქვეწარმავლის ნაკბენი და სხვა.
წყარო:
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22789-seizure
