უნივერსალური სისხლის დონორი - სისხლის ჯგუფი, რომელსაც კლინიკებში იყენებენ გადაუდებელი შემთხვევების დროს

უნივერსალური სისხლის დონორი - სისხლის ჯგუფი, რომელსაც კლინიკებში იყენებენ გადაუდებელი შემთხვევების დროს

იცით სისხლის რომელ ჯგუფზეა საუბარი?

სისხლის უნივერსაური დონორი O ნეგატივია.კლინიკებში ემერჯენსი შემთხვევების დროს, როდესაც პაციენტის სისხლის ჯგუფი უცნობია, ექიმები გადასხმისას ამ ტიპის სისხლს იყენებენ.

სისხლის ჯგუფი O უარყოფითი გადაარჩენს უამრავი პაციენტის სიცოცხლეს, მაგალითად, კიბოს დიაგნოზის მქონეს, პირს, რომელიც ავარიაში მოჰყვა, პატარა ადამიანს კრიტიკული ქირურგიული ჩარევის დროს და სხვა.

ამ ტიპის სისხლის ჯგუფი მსოფლიო მოსახლეობის 7%-ს აქვს. 

O უარყოფითს არ აქვს ანტიგენი, შესაბამისად, სხვა ტიპის სისხლის მქონე პაციენტის ორგანიზმში შეყვანისას არ გამოიწვევს იმუნურ რეაქციას.

ცნობისათვის, O უარყოფითი ჯგუფის მქონე პირს გადასხმის შემთხვევაში ზუსტად ამ ტიპის სისხლი სჭირდება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო:

https://www.redcrossblood.org/local-homepage/news/article/what-is-a-universal-blood-type-0.html