ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 22 ივნისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 152 323 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 4 025 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 7 674 ადამიანი და დაიღუპა 122, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 90 665 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 2 627 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 17 115 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 456 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 16 160 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 280 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 19 658 და დაიღუპა 521 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 1 051 და დაიღუპა 19.
წყარო: