გიყვართ ბროკოლი?
ბროკოლი მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით, ბოჭკოთი და ანტიოქსიდანტებით. ბროკოლი ცნობილია როგორც ანთების საწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალება და მთავარი ინგრედიენტი იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. ზოგიერთი მეცნიერის მოსაზრებით, ბროკოლი ასტაბილურებს სისხლში შაქრის დონეს.
ბროკოლი მდიდარია ბიოაქტიური ნაერთებით, რომელიც დადებითად აისახება გულის ჯანმრთელობაზე, ამცირებს ცუდ ქოლესტეროლსა და ტრიგლიცერიდებს. რამდენიმე საინტერესო სამეცნიერო ექსპერიმენტი ჩატარდა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჯანსაღი რაციონი მნიშვნელოვნად ამცირებს გულის შეტევისა და სხვა სერიოზული პათოლოგიების რისკს - ანტიოქსიდანტებით მდიდარი ბროკოლი ამ სასარგებლო პროდუქტების სიაშია.
ეს გემრიელი ბოსტნეული მდიდარია ბოჭკოთი, შესაბამისად, აუცილებელია საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის, კუჭის მოქმედებისთვის და შებერილობისა თუ შეკრულობის საპრევენციოდ.
ბროკოლი სასარგებლოა შემდეგი ორგანოებისა და სისტემებისთვის:
წყარო:
https://www.healthline.com/nutrition/benefits-of-broccoli#antioxidants
