ჰიპნიკური თავის ტკივილი - თავის ტკივილი, რომელიც ღამით გაღვიძებთ

ჰიპნიკური თავის ტკივილი - თავის ტკივილი, რომელიც ღამით გაღვიძებთ

რას ნიშნავს ჰიპნიკური თავის ტკივილი?

ჰიპნიკური თავის ტკივილი თავის ტკივილია, რომელიც ძილში ვითარდება. პაციენტს გაღვიძებისას აწუხებს ყრუ ან ერთგვარი ფეთქვადი ტკივილი. ამ ტიპის თავის ტკივილს მაღვიძარასაც უწოდებენ, რადგან დისკომფორტის გამო ადამიანს ყოველ ღამით ერთსა და იმავე დროს ეღვიძება.

სხვა ტიპის თავის ტკივილისგან ჰიპნიკური იმით განსხვავდება, რომ მხოლოდ ღამით ვითარდება. ჰიპნიკური ტკივილი ვლინდება თავის ორივე მხარეს, ზოგჯერ მხოლოდ ცალ უბანში. მოსალოდნელია გაგრძელდეს 15 წუთიდან 4 საათამდე. პაციენტთა უმეტესობას ჰიპნიკური თავის ტკივილი 90 წუთის განმავლობაში აქვს.

მოსალოდნელია შემდეგი სიმპტომები:

  • გულისრევა;
  • მომატებული მგრძნობელობა სინათლესა და ხმაურზე;
  • ცრემლდენა, გამონადენი ცხვირიდან;
  • ჩამოშვებული ქუთუთო.

მდგომარეობა მოსალოდნელია ნებისმიერ ასაკში, თუმცა განსაკუთრებით ხშირია 50 წელს გადაცილებულებში. დიაგნოზი ქალებს უფრო მეტად აწუხებთ.

მეცნიერებისთვის ჰიპნიკური თავის ტკივილის ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია; შესაძლო მიზეზებს შორის სახელდება ჰიპოთალამუსისა და მელატონინის აქტივობა.

 

 

წყარო:  

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/hypnic-headache