ჯანსაღი ნახშირწყლები

ჯანსაღი ნახშირწყლები

წლების განმავლობაში ნახშირწყალმა ცუდი რეპუტაცია შეიძინა.

ბევრი ადამიანისთვის ასოცირდება წონის მატებასთან, მეორე ტიპის დიაბეტთან და ჯანმრთელობის სხვა პრობლემებთან. დიახ, დამუშავებულიპროდუქტი დიდი რაოდენობით შაქარსა და რაფინირებულ მარცვლეულს შეიცავს და ნაკლები დოზით ვიტამინს, მინერალს. თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ბოჭკოთი მდიდარი საკვები სასარგებლოა.

არსებობს ჯანსაღი ნახშირწყლები და მთავარია აკონტროლოთ თუ რა რაოდენობით მიირთმევთ.

ერთ-ერთი ჯანსაღი ნახშირწყალი შვრიაა, რომელიც ვიტამინების, მინერალების, პროტეინისა და ანტიოქსიდანტების წყაროა.

შეგიძლიათ მიირთვათ წიწიბურა - მასში 75 გრამი ნახშირწყალია და არ შეიცავს გლუტენს. წიწიბურა გამოირჩევა საკვები ნივთიერებებით, კერძოდ, შეიცავს როგორც ბოჭკოს, ისე ცილას. სხვა მარცვლეულს შორის წიწიბურა ყველაზე მეტი რაოდენობით შეიცავს მინერალებსა და ანტიოქსიდანტებს.

ჯანსაღი ნახშირწყლების სია ასე გამოიყურება:

• ბანანი;
• ტკბილი კარტოფილი;
• ჭარხალი;
• ციტრუსი;
• მოცვი;
• გრეიფრუტი;
• ვაშლი;
• მუხუდო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო:   

https://www.healthline.com/nutrition/12-healthy-high-carb-foods