ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე 18 ივნისის სტატისტიკა გამოქვეყნდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გლობალურად კორონავირუსით ინფიცირების 181 232 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ამავე დროის პერიოდში მსოფლიოს მასშტაბით დაიღუპა 5 245 ადამიანი.
ბოლო 24 საათში აფრიკის რეგიონში დაინფიცირდა 6 914 ადამიანი და დაიღუპა 136, ამერიკის რეგიონში გამოვლინდა დაინფიცირების 115 527 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 3 436 ადამიანის სიცოცხლე, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონში 20 039 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 518 გარდაიცვალა, ევროპის რეგიონში გამოვლინდა ინფიცირების 19 328 ახალი შემთხვევა და ვირუსს ემსხვერპლა 722 პაციენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში დაინფიცირდა 18 548 და დაიღუპა 423 ადამიანი, წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში დაინფიცირდა 876 და დაიღუპა 10.
წყარო: