მუწუკი ვაგინაზე

მუწუკი ვაგინაზე

ვაგინალური გამონაყარი.

სავსებით მოსალოდნელია მუწუკი გაჩნდეს ვულვასა და სასქესო ბაგეზე. კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში გამომწვევი მიზეზებია ჩაზრდილი თმა, კანის დაავადებები, ჰორმონული ცვლილებები მენსტრუაციის ფონზე და დახშული ფორები.

ეს გავრცელებული სიმპტომია და ნებისმიერ ქალს შეიძლება გამოუვლინდეს. მთავარია პანიკაში არ ჩავარდეთ და გახსოვდეთ, რომ ვაგინალური კანი ძალიან მგრძნობიარეა და სრულიად ნორმალურია გამონაყარი.

დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • წითელი ან ყავისფერი მუწუკი;
  • პატარა ზომის და ამობურცული პაპულა;
  • ჩირქის შემთხვევაში მუწუკის თავზე თეთრი შეფერილობა;
  • შეხებისას ტკივილის შეგრძნება;
  • ქავილი.

მკურნალობის კურსი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე. თუ მუწუკის მიზეზი დახშული ფორები ან ჩაზრდილი თმაა, გამონაყარი რამდენიმე კვირაში ალაგდება.

რეკომენდაცია

მთავარია მექანიკურად არ გამოირწყათ მუწუკი და შეძლებისდაგვარად მოერიდოთ ისეთ აქტივობას, რომელიც გააღიზიანებს ვაგინის არეს. ასევე არ გაიპარსოთ თმა ქვედა მიდამოში, ვიდრე მუწუკი არ გაქრება და არ ჩაიცვათ ისეთი საცვალი, რომელიც ზედმეტად მოტკეცილი იქნება კანზე. როგორც კი შეამჩნევთ რომ საცვალი ოფლიანია, ახალი ჩაიცვით, შეინარჩუნეთ სიმშრალე.

აფთიაქში აუხსენით სიმპტომის შესახებ და შემოგთავაზებენ მალამოს, რომელიც უნდა წაისვათ ადგილობრივად დაბანის შემდეგ.

თუ მუწუკი არ გაქრება 2 კვირის ვადაში, გექნებათ ტკივილი ან ზომაში გაიზრდება, აუცილებლად მიმართეთ გინეკოლოგს. ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციის, ან ანთებითი პროცესის დროს ვაგინალური გამონაყარი ვერ გაქრება სახლის პირობებში გატარებული მკურნალობის კურსით - მსგავს კლინიკურ შემთხვევებში აუცილებელია დადგინდეს მიზეზი და დაინიშნოს შესაბამისი მედიკამენტი.

 

 

წყარო:         

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22019-pimple-on-vagina