აი, რა ემართება ორგანიზმს სტრესის დროს

აი, რა ემართება ორგანიზმს სტრესის დროს

სამწუხაროდ, სტრესი ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია და ყოველთვის ვერ შევძლებთ დავემალოთ ან თავი ავარიდოთ.

ზოგჯერ მოტივაციის ფუნქციას ასრულებს, მაგალითად, გვეხმარება სამსახურში დედლაინის შესრულებაში. თუმცა ქრონიკული სტრესული გარემოანგრევს ჯანმრთელობას, უარყოფით კვალს ტოვებს ორგანიზმზე. 

ექიმები ადასტურებენ, რომ სტრესი ყოველთვის არ იწვევს დაავადებას (თუმცა სერიოზული რისკ-ფაქტორია), მაგრამ კლინიკურ შემთხვევათა დიდ პროცენტში ანამნეზში არსებულ პათოლოგიას ამწვავებს, პაციენტის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას ამძიმებს. 

ეს მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომელიც სტრესის გამო ჩნდება: 

• კუნთებისა და სახსრების დაჭიმულობა, ტკივილი, სპაზმი;
• გულის დაავადება; 
• მაღალი არტერილი წნევა; 
• ინსულტი; 
• ასთმა; 
• სუნთქვის უკმარისობა;
• აჩქარებული გულისცემა; 
• გამონაყარი, კანის ქავილი; 
• ძლიერი ოფლიანობა; 
• ძლიერი თმის ცვენა; 
• ხშირი დიარეა, კუჭის ტკივილი, გულისრევის ეგრძნება, დისკომფორტი მუცლის არეში, ჭარბი აირები, შეკრულობა; 
• გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი; 
• მჟავა რეფლუქსი; 
• დაძაბულობის თავის ტკივილი;
• დასუსტებული იმუნიტეტი, შესაბამისად, ხშირი გაციება და გრიპი, ინფექციური დაავადებები; 
• რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემები, მაგალითად, დაგიგვიანდათ მენსტრუაცია ან ციკლი საერთოდ შეწყდა; 
• უძილობა; 
• წონის მატება; 
• დეპრესიული განწყობა. 

 

 

 

 

წყარო:

https://health.clevelandclinic.org/things-stress-can-do-to-your-body