ბასრი ტკივილი ნეკნის არეში

ბასრი ტკივილი ნეკნის არეში

ნეკნის მიდამოში ტკივილი გავრცელებული ჩივილია.

დისკომფორტს არაერთი მდგომარეობა იწვევს, შესაბამისად, მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე.

უნდა განიმარტოს თუ რა ტიპის დისკომფორტზე საუბრობენ პაციენტები, მაგალითად, სავსებით მოსალოდნელია ჩივილი შეიგრძნობოდეს გულმკერდის არეში, ნეკნებქვეშ ან ჭიპის ზემოთ.

პაციენტები ტკივილს აღწერენ როგორც:

  • ბასრს;
  • ყრუს;
  • უეცარს;
  • მუდმივს;
  • ნელა პროგრესირებადს;
  • ქრონიკული ფორმის;
  • ტკივილი მწვავდება სუნთქვის ან მოძრაობის ფონზე;
  • პერიოდულს.

ნეკნის ტკივილის ყველაზე გავრცელებული გამომწვევი მიზეზია წაქცევით მიღებული დაზიანება ან კონტაქტური სპორტით განპირობებული ტრავმა.

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში ნეკნის ტკივილს იწვევს ზედა რესპირატორული ინფექცია, ბრონქიტი ან პნევმონია.

სხვა გამომწვევი მიზეზებია:

  • ავტოიმუნური დაავადება;
  • ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი;
  • კოსტოქონდრიტი;
  • ფილტვის კიბო;
  • ფიბრომიალგია;
  • პულმონარული ემბოლიზმი.

 

წყარო:  

https://www.medicalnewstoday.com/articles/318115