თუ თავის ტკივილი მაშინ გაწუხებთ, როცა წვებით

თუ თავის ტკივილი მაშინ გაწუხებთ, როცა წვებით

თავის ტკივილი, რომელიც მაშინ მწვავდება, როდესაც ადამიანი ლოგინზე წვება.

ამ ტიპის თავის ტკივილს იწვევს არაერთი მდგომარეობა, მაგალითად, ცერებროსპინალური სითხის წნევის ცვლილება, ტვინის სიმსივნე, ცხვირის დახშობა და სხვა.

შესაძლოა გამომწვევი მიზეზი იყოს მაღალი არტერიული წნევა. რისკ-ფაქტორებია: სიმსუქნე, ქრონიკული ჰიპერტენზია, სქესი (მამაკაცები).

ზოგიერთ კლინიკურ შემთხვევაში მიზეზია ჰიპნიკური თავის ტკივილი. ადამიანები ამ ტიპის დისკომფორტს გრძნობენ ძილში, ერთსა და იმავე დროს და თითქმის ყოველ ღამით. მეცნიერებისთვის სპეციფიკური ხელშემწყობი მიზეზი უცნობია, თუმცა სტატისტიკის მიხედვით, ჰიპნიკური თავის ტკივილი გაცილებით ხშირია 50 წელს გადაცილებულ პირებში.

შესაძლოა მიზეზი იყოს ცერვიკოგენური თავის ტკივილი, რომელიც იწყება კისერში და ვრცელდება თავისკენ. ხშირად ცერვიკოგენური თავის ტკივილის ხელშემწყობია კისრის სპეციფიკური მოძრაობა ან პოზა. საყურადღებო რისკ-ფაქტორებია: შუახნის ასაკი, ანამნეზში კისრის ტრავმა ან ოსტეოართრიტი, ჯდომისას თუ ფეხზე დგომისას გაქვთ სხეულის არასწორი პოზა.

ზოგჯერ მიზეზი ალერგიით, გრიპითა თუ გაციებით მიმდინარე ცხვირის გაჭედვაა.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ შემდეგი სიმპტომები:

  • უეცარი, მწვავე თავის ტკივილი;
  • სიცხე, კისრის გაშეშება, დაბნეულობა, შეტევა;
  • თავის ტკივილი დაგეწყოთ თავის ტრავმის შემდეგ.

წყარო:  

https://www.healthline.com/health/headache/headache-when-lying-down